ცესკომ ბიულეტენების დათვლა დაასრულა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge

როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება. 

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება:  ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.

წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს.

თბილისი პროპორციული

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ 3081 1.019
3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 13025 4.308
5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1770 0.585
7 „თავისუფალი საქართველო“ 2711 0.897
8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3255 1.077
9 ძლიერი საქართველო-ლელო 30050 9.938
11 „საქართველო“ 977 0.323
12 მწვანეთა პარტია 1932 0.639
14 „სახალხო ხელისუფლება“ 803 0.266
25 „გახარია საქართველოსთვის“ 9673 3.199
36 გირჩი 23275 7.698
41 ქართული ოცნება 211814 70.052

თბილისი მერი

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
1 თეიმურაზ ბოკელავაძე

„მამული, ენა, სარწმუნოება“

2364 0.787
3 ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 12311 4.099
7 კახა კუკავა 

„თავისუფალი საქართველო“

4401 1.465
8 ოთარ ჭითანავა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

2678 0.892
9 ირაკლი კუპრაძე

ძლიერი საქართველო-ლელო

36863 12.274
11 გიორგი ლილუაშვილი

„საქართველო“

1357 0.452
12 გიორგი გაჩეჩილაძე

მწვანეთა პარტია

2353 0.783
36 იაგო ხვიჩია

გირჩი

22935 7.636
41 კახა კალაძე

ქართული ოცნება

215083 71.612

 

რუსთავი მერი

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
25 თამარ კეკენაძე

„გახარია საქართველოსთვის“

2730 8.028
41 ნინო ლაცაბიძე

ქართული ოცნება

31276 91.972

 

ქუთაისი მერი

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
11 გიორგი ამაღლობელი

„საქართველო“

2767 6.276
25 პაატა ზაქარეიშვილი

„გახარია საქართველოსთვის“

3544 8.038
41 დავითი ერემეიშვილი

ქართული ოცნება

37779 85.686

 

ფოთი მერი

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
41 ბექა ვაჭარაძე

ქართული ოცნება

14545 100

 

ბათუმი მერი

 

პარტიის ნომერი პარტიის დასახელება/კანდიდატი შედეგი (რაოდენობა) შედეგი (%)
1 თამარ მიქელაძე

„მამული, ენა, სარწმუნოება“

1246 2.343
5 ზვიად კვირიკაძე

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

2251 4.234
25 გოჩა გუგუნავა

„გახარია საქართველოსთვის“

5505 10.353
41 გიორგი ცინცაძე

ქართული ოცნება

42876 80.638
42 კახაბერ ცისკარიძე

დამოუკიდებელი

1293 2.432

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები