მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 820-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, და 153-ზე მეტი დაშავდა ცენტრალურ მაროკოში მომხდარი ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. დაშავებულებიდან 51 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკის მიუვალ მთიან რაიონებში ცხოვრობდა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, მიწისძვრა მარაკეშის სამხრეთ-დასავლეთით, 71 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.