Monday, November 25, 2024
5.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას

მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი.

„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი“, – აღნიშნავს პრემიერი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში დაჭრეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 190 კილომეტრით დაცილებულ ქალაქ ჰანდლოვაში, მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ მოხდა.

ამასთან, „როიტერსთან“ საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციამ მამაკაცი დააკავა, უსაფრთხოების ოფიცრებმა კი მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ 59 წლის მამაკაცის გადასაყვანად ჰანდლოვაში ვერტმფრენი გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ მას ესროლეს.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები