საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.