Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში: კანონის მიღება არის სახეში დიდი სილის გაწვნა ქართველების იმ 80 პროცენტისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს

კანონის მიღებით, რომელიც დიდად აყენებს ზიანს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის სახეში დიდი სილის გაწვნა ქართველების იმ 80 პროცენტისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს“, – წერს ჯიმ რიში.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონპროექტს მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 30 დეპუტატი იყო. კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები უძღოდა წინ.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები