საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ – პირველი არხის პირდაპირი ტრანსლაცია.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.
პარლამენტის დარბაზში რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა, კანონპროექტს მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი 30 დეპუტატი იყო. კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები უძღოდა წინ.