Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი

საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები აშშ-თან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები იქნება.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები