ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები, საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი, ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, – განაცხადა მიხაელ როთმა.
შეკითხვაზე – ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გაიხსნება თუ არა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები? – მიხაელ როთმა უპასუხა: „არა, ნამდვილად არა. ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“.