Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება – ვეტოს დადება

„პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება – ვეტოს დადება.

ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები და როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან შენიშვნები. თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს აღნიშნული კანონი მიღებული, ამას მოვისმენთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში არგუმენტი ვერ მოვისმენთ და ალბათ, ვეტოს ფარგლებშიც, კონკრეტიკა არ იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაციები წარადგინონ, ეს რატომ უნდა იყოს ცუდი? ჩვენ მაინც მზად ვართ არგუმენტების მოსასმენად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები