Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები