Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებში გაკეთებულ განცხადებებზე: ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე

„ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით მოქმედებენ, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას  იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰკითხეს, სადაც ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი საპატრიარქოს დასცინიან. 

„ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, სიბინძურით. რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ, დღესაც არ შეცვლილა – იმავეს აგრძელებენ, რაც არ უნდა სახელები გადაირქვან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაშიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები