Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ვახტანგ გომელაური: გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს

გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა; გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს. პოლიცია აქციებზე კანონის ფარგლებში მოქმედებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარები, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების განცხადებები და მათი ქვეყნების წარმომადგენლების, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები