Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

Austrian Airlines-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ავსტრიის ლიდერმა ავიახაზებმა – Austrian Airlines-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ ვენა – თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 130-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები