„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი და ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არაფერი არ ტკივა და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
„არაფერი არ მტკივა. თავიც გაივლის, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის. ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.