Monday, May 20, 2024
12.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 5 საკითხი დაამტკიცეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი, მერიის ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გაიანე სეროპიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო ხუთი საკითხი:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
  2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
  4. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #37-ში (შენობის პირველ და მეორე სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 124 კვ.მ და 273 კვ.მ. ფართების (საკადასტრო კოდი: 65.12.33.289) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით „რადიო-ტვ ფარვანას“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის გ-123.123231701 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ დიდ ხანჩალში (კლუბის შენობის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, 24 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდი: 65.14.36.167) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით სს ,“ლიბერთი ბანკის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები