„ჩვენ გუშინ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია.
ვუყურებდით, როგორ იმსხვრეოდა მთელი მისი ცხოვრებით შექმნილი ერთგვარი წარმატების და უძლეველობის მითოლოგია და სრულიად უსუსური და შიშველი, გაბოროტებული, „მასოვკის“ თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს. დაუნდობლად ცდილობდა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში, რადგან მის შემდეგ „ქვა ქვაზე ნურც დარჩენილა“… – წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე“ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გამართული შეკრების შესახებ.