Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: არასამთავრობო სექტორს ორჯერ მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, ვიდრე ბიზნესსუბიექტებს

„აგენტების რუსულ კანონში, რომელსაც ახლა ვიხილავთ პარლამენტში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია დაარღვევს ამ კანონის მოთხოვნებს, სამართალდარღვევისთვის პასხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს 6 წლის განმავლობაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4-ე მუხლის 8-ე პუნქტის მიხედვით, სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციას ან მედიას ასლარიანი დარღვევა თუ აქვს, 6 წლის განმავლობაში შეუძლიათ ამოუქექონ, მაშინ როცა ბიზნესსუბიექტი თუ 100 მილიონ ლარს დამალავს, სამი წლის შემდეგ რომც აღმოაჩინონ, ვადაგასულობის გამო არ დაეკისრება არავითარი სანქცია.

არასამთავრობო სექტორს ორჯერ მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, ვიდრე ბიზნესსუბიექტებს.

პირდაპირ გადმოწერეს რუსული კანონი და ისიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფინანსთა სამონისტროსთან მაინც გაეარათ კონსულტაცია“, – წერს დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები