ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული.
„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დრეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები. მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შემოწირულობა მოვიზიდოთ, იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. განსხვავებით ენჯეოებისგან, ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ჩაიხედოს, თუ როგორ წარიმართება ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას., ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება. ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერში მონაწილე, ისე არა მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა პრემიერმა.