საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული.

„დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა სირაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები