Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება.

ხაზი გაესვა წარმატებულ მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები. აღინიშნა სექტორულ კომიტეტებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთგაცვლების მნიშვნელობას.

ჩენ ჭოუმ აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ასევე, ვაჭრობის შუა დერეფნის წარმატებულ განხორციელებაში. მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ის ინიციატივისადმი საქართველოს ინტერესისთვის და გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა“,- აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები