Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10:00 საათზე. ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი. ახლა არის პროცედურები. არ ვიცი, რამდენი საათი თუ დღე უნდა ამას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები