„არის თუ არა შესაძლებელი ევროკავშირმა შეუჩეროს საქართველოს კანდიდატის სტატუსი? შესაძლებელი არის, თუმცა დღემდე მსგავსი უკიდურესი ზომა არ გამოყენებულა.
უნდა გვახსოვდეს, რომ არც იმის პრეცედენტი დაუშვია დღემდე ევროკავშირს, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭიებინა ქვეყნისთვის, რომლის მთავრობაც საბოტაჟს უწყობდა მის მიღებას.
კანდიდატის სტატუსი მიენიჭება რეფორმების წარმატებაზე საპასუხოდ. რეფორმა ვინ უნდა გაატაროს? მთავრობამ. ამიტომ, სტატუსი სტიმული კი არ აღმოჩნდა რეფორმისთვის, როგორც სხვაგან, არამედ პირიქით-მუხრუჭი. რუსულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ერთხელ არ გამოუვიდა საბოტაჟი და ახლა თავიდან უფრო მძლავრად უნდა სცადოს.
გაკვეთილი აქედან არის ერთი – ვინც ვამბობდით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი ვერ იქნება ბილეთი ევროპისკენ, სანამ ბიძინა მართავს საქართველოს – აღმოვჩნდით სრულიად მართლები.
საქართველოს მოქალაქე ახლა იმ ადამიანის მდგომარეობაშია, რომელსაც ბილეთი კი აქვს ევროპაში გასაფრენად, მაგრამ ყველა რეისი გაუქმებულია. ამიტომ ნუ დაველოდებით ექსპერიმენტს, ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს სტატუსს, ანუ ბილეთსაც თუ წაგვართმევენ.
ოქტომბრამდე ნამდვილად არაფერს ველოდები იმაზე უარესს, რომ გაყინული იქნება ყველანაირი პროგრესი და დე-ფაქტო გაუქმებული იქნება საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირისთვის – არც მოლაპარაკებები დაიწყება, არც ფინანსური დახმარება იქნება.
ოქტომბერში კი, ჩვენ გადავწყვეტთ საკუთარ ბედს – ან ბიძინა, ან ევროპა“, – წერს „ლელოს“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.