Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 500 მილიონ დოლარად შეიძინა 7 ტონა ოქრო, ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა

„როგორც  ცნობილი გახდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 500 მილიონ დოლარად შეიძინა 7 ტონა ოქრო.

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა.

საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალო ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ.

ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ანთავსებდა თავის რეზერვებს, რასაც  სტაბილურად  მოჰქონდა შემოსავალი.

ოქრო ამ მხრივ მკვდარი მარაგია ეროვნული ბანკის საცავში. არც ისაა კარგი, რომ მოხდება  მისი ჩამოტანა საქართველოში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უცხოეთის საცავებში მისი შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოქროს შენახვის რისკები და ხარისხი უცხოეთის ბანკებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.

ოქროს ფასი არის მკვეთრად მერყევი. ფაქტობრივად მისი ყიდვა-გაყიდვა ცალკე ბიზნესია. ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს და როგორც ჩანს არც აპირებს, რადგან ამ დღეებში ჩამოაქვთ რამდენიმე ტონის მოცულობის ოქროს ზოდები. ვაჭრობისთვის რომ უნდოდეთ მისი გამოყენება, უცხოეთში დატოვებდნენ.  თუ ბაზრის კონიუნქტურას არ მიჰყვება ეროვნული ბანკი, შეიძლება სერიოზული ზარალი განიცადოს ოქროს მხოლიდ მარაგების სახით დატოვებით.

ზოგადად, საქართველოს მგავსი ქვეყნისათვის, რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები არის მცირე და ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ამ მოცულობის ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი. ეს გადაწყვეტილება სარისკო და პოპულიზმის ელემენტების შემცველია“, – წერს დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები