ქუჩაში გამოსვლის დროა!… აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ, – ასე ეხმაურება დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ მიერ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინონ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.