Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლების გადასახურ მასალებს გადასცემენ

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის გადაცემას პირადად ესწრებოდნენ.

თებერვლის დასაწყისში, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მდე ოჯახს მიადგა ზიანი. დროულად მოხდა ზარალის აღრიცხვა და შესაბამისი რაოდენობის მასალების შეძენა.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები