Monday, March 31, 2025
19.8 C
Tbilisi

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოდან სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაემგზავრება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები