Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორს შეხვდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი  „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის დირექტორს, ლევან გვანცელაძეს შეხვდა.

შეხვედრა ნინოწმინდის სპორტსკოლაში შედგა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, პატარა ფეხბურთელებიც  მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მიზანი ქალაქ ნინოწმინდაში საფეხბურთო გუნდის შექმნა და  მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმის გაფორმება იყო.

მანამდე ნინოწმინდელმა სპორტსმენმა ჰოვანეს მოსოიანმა, რომელიც უკვე დაინიშნა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად, მონაწილეობა მიიღო აკადემიის მიერ ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ერთკვირიან ტრენინგში.

სპორტული გუნდის  მეცადინეობებს აკადემია გაუძღვება და მათ მიერ შედგენილი  განრიგის მიხედვით ჩატარდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები