„ჯანდაცვის აწ უკვე განთავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა.
„აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა“, წერს თავის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს“ უკავშირებს. ფაქტობრივად, მის დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.
შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ „მძლავრი დაჯგუფებების“ ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმოყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.
სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორის დაპირისპირებასაც ახადა ფარდა“, – წერს „ევროოპტიმისტი“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.