Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

რევაზ ჯაველიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

რევაზ ჯაველიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა.

ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისის თანამდებობა ვაკანტური ილია დარჩიაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის გამო გახდა.

მანამდე, რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

რევაზ ჯაველიძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს უცხოეთში ყველა  ვიზიტზე თან ახლდა პრემიერს, თუმცა ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტისას იგი დელეგაციის შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები