Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები ახლებურად ჩამოყალიბდეს. „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე.

კერძოდ, ცვლილებებით, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის იყოს საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტის; 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტის. 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს ერთი პროცენტის.

„აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტს და არაუმეტეს 0.2 პროცენტს. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს ერთი პროცენტის. ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე”, – განმარტავს კანონპროექტში რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები