Monday, May 20, 2024
12.8 C
Tbilisi

[ვიდეო] ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი UFC-ში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მან ქართველ მებრძოლთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, პრემიერი სანჩესი ილია თოფურიასთვის ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებას აპირებს.

„დღეს დილით ილია თოფურია, UFC-ში ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მივიღე.

ძალისხმევამ, საქმისადმი ერთგულებამ და შეუპოვრობამ თქვენს ერთ ოცნებასთან მიგიყვანათ და მეორეც მალე ასრულდება – ესპანეთისადმი თქვენი სიყვარული მალე ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაში აისახება“, – წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები