Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: მინდა „ლიბერთი ბანკს“ მადლობა გადავუხადო საპენსიო სესხის პროცენტული განაკვეთის დაწევისთვის

ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი რომელიც შეამსუბუქებს პენსიონერების და ზოგადად, თანამოქალაქეების მდგომარეობას.

„ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან კონსტრუქციული იყო მათი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა“ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც არის დაკავშირებული საპენსიო სესხებთან. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, დეტალები დამატებით ზუსტდება და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი, მათგან მოისმენთ ინფორმაციას. დღეს, როგორც იცით, არის ინტერპელაციის წესით ქალბატონი ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტში, ისიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე და მთლიანობაში, ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის. ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენი პენსიონერების, ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას და სწორედ ამ სულისკვეთებით გადაიდგა ეს ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები