ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტად იმყოფება.
მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილული იქნას ის რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა.
„დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა ამ მიმართულებით და ეს არის ხაზგასმული ყველა იმ განცხადებაში ხაზგასმული, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან დეკემბერში, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.