Monday, November 25, 2024
8.8 C
Tbilisi

ოლივერ ვარჰეი: დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს შეყვანა ევროკავშირში.

„უპირველესყოვლისა, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქ, ბრიუსელში, ბატონ ირაკლი კობახიძეს. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე და ძალიან სწრაფად შეუდექით მუშაობას, ძალიან დიდი ტემპით უკვე.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი – ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.

მოდით, სათითაოდ გავიაროთ ეს პუნქტები. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება , მოსაზრება. ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმის, სხვა მიმართულებებით ამ სარეფორმო დღის წესრიგში.

დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, რომ გამხდარიყო ჩვენი მიმართულებით ასპირანტი ქვეყანა, ამას განაპირობებს. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ადგილზე. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იყოს გამოყენებული ქვეყანაში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები