Sunday, November 24, 2024
9.8 C
Tbilisi

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან

რაც შეეხება 9 პუნქტს, ეს არის, რა თქმა უნდა, დოკუმენტი, საკითხები, რომელიც მოგვცა ჩვენ ევროკავშირმა, მყისიერად დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. იცის ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ძალიან მალევე შევქმენით სამოქმედო გეგმა 9 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის გზა ამ 9 პუნქტის შესრულების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, 9 პუნქტი არის ცალსახად გაწერილი თითოეული ინსტიტუციისა და ვადების მიხედვით.

„ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, თუმცა არაერთხელ გვითქვამს, რომ 9 პუნქტი არის ცალსახად გაწერილი თითოეული ინსტიტუციისა და ვადების მიხედვით, თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულებას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ასევე, რომ ნებისმიერი დოკუმენტი განიცდის ცვალებადობას იმ კონიუნქტურიდან და კონსულტაციებიდან გამომდინარე, რომელიც უწყვეტ ფორმატში გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ამ 9 პუნქტის შესრულება, ბრიუსელში წამოსვლამდე, პირადად მე, საქართველოს მთავრობის სახელით, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მივმართე ოდირს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერში გაიმართება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა და ვალდებულება. უკვე ოფიციალური მოწვევა გაეგზავნა ეუთოში ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ღია და ტრანსფარენტული არჩევნები არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვართ პირველ რიგში დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები იყოს გამორჩეული და მაღალი სტანდარტებით. ეს აუცილებლად განხორციელდება და სწორედ ამიტომაც მე ხაზი გავუსვი თქვენთა საუბრისას, რომ ჩვენ ამ 9 პუნქტიდან დავიწყეთ ვალდებულებების შესრულება და ეს არის ყოველდღიური პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა ასოცირებული საბჭოსი, გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. ჩვენ გავმართავთ ასოცირების საბჭოს ევროკავშირთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, ევროკავშირი-საქართველოსი. ასოცირების საბჭო არის მრავალგანზომილებიანი. ჩვენ ამ დისკუსიების ფარგლებში დავიწყებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გაძლიერება და გაღრმავება. ასევე გვექნება სექტორულ თანამშრომლობაზე საუბარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა ასოცირების საბჭოსი, გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში ასევე იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გეგმავს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს. ვფიქრობ, რომ ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რამდენიმე კომისართან და ბატონ ბორელთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ასოცირების საბჭოს ევროკავშირის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომელმაც ახალი და ძალიან ძლიერი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები