Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

17-18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ  შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური  უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს.

კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის  მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები