GUARDIANGE – აშშ აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია დაიკავოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ავდიივკა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
„ავდიივკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევის საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ უკრაინის საბრძოლო მასალების ნაკლებობაზე დაყრდნობით.
BBC-ის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ავდიევკაში წინ წაიწიეს და მისი ალყაში მოქცევით იმუქრებიან.
ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ თქვა, რომ ავდიევკა შესაძლოა დიდწილად დაეცეს „რადგან უკრაინულ ძალებს ადგილზე საარტილერიო საბრძოლო მასალა ეწურებათ“.
„და რადგან კონგრესს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული დამატებითი კანონპროექტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის მიგვეწოდებინა საარტილერიო ჭურვები, რომლებიც სასწრაფოდ სჭირდებათ რუსეთის თავდასხმების ჩაშლისთვის“, – განაცხადა კირბიმ.
ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურებულია, განიხილება როგორც კარიბჭე ახლომდებარე დონეცკისკენ, რეგიონული უკრაინული დედაქალაქისკენ, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა დაიკავეს 2014 წელს და მოგვიანებით უკანონოდ იქნა ანექსირებული მოსკოვის მიერ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მეტი უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინოს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.