Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებს გადაასწრეს „მევახშეების“ ძახილით. საქართველოს კანონმდებლობით ისეთი სუბიექტი, როგორიც „მევახშეა“ – არ არსებობს, არსებობს სესხის გამცემი პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ლეგალურად

„პარტიების მიერ გამოსახლებასთან დაკავშირებული ისტერია კიდევ ერთხელ უჩვენებს ოპოზიციის ნაწილის თვალთმაქცობას და ქულების დაწერის მცდელობას გაუბედურებული ოჯახის ხარჯზე. ვერ ისწავლეს ჭკუა, ვერ გამოიტანეს დასკვნები წინა მარცხებისაგან.

რაც შეეხება დამატებითი რეგულაციების შემოღებას აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით, იმდენად ზედმეტად „დაარეგულირა“ ქართულმა ოცნებამ, რომ გუშინ იუსტიციის მინისტრმა გვაცნობა, რომ ამ დღეებში კვლავ აპირებენ წინა ხელისუფლების დროინდელი საპოლიციო გამოსახლების წესის ნაწილობრივ აღდგენას, რადგან ათასობით ჩვენს მოქალაქეს და ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეექმნა.

ერთ მაგალითს მოვიყვან, რეალურს და სპეციალურად პოლიტიკურად გამწვავებულს, თუ რატომ არის სწორი და დაგვიანებულიც „ქართული ოცნების“ საკანანონმდებლო ინიციატივა: ასი ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, იქირავეს ბინები, ზოგი ვერ იხდის ქირას და არც ცლის ბინას. რა ქნას ბინის მეპატრონემ? უნდა წავიდეს სასამართლოში, რომელიც გადაჭედილია ათასობით განუხილველი საქმით და ორი წლის მერე თუ ეღირსა გადაწყვეტილებას, ესეც უნდა გაუხარდეს. მაინც თუ არ გამოვიდა მდგმური, იწყება იძულებით აღსრულების უსიამოვნო პროცესი. იმდენი გადაწყვეტილება დაგროვდა გამოსახლებაზე, რომ აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა და აქაც უნდა ელოდო რიგს.

დავანებოთ თავი რუსებს და ხელოვნურად აღძრულ პოლიტიკურ ემოციებს. უამრავ ჩვენს მოქალაქეს აქვს გაქირავებული კომერციული ფართი. დამქირავებელი არ იხდის იჯარის გადასახადს, არც ცლის ფართს. ქურდი მიუყვანოს მესაკუთრემ საქმის გასარჩევად? ასე იყო შევარდნაძის დროსაც და მანამდეც. ვინ იყო კანონიერი ქურდი? მედიატორი, მომრიგებელი, მოსამართლე. სამართლიანობის იმიჯით შენიღბული, სინამდვილეში კრიმინალი, მოძალადე, გამომძალველი და მკვლელი.

იმდენად გამწვავდა აღსრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ის შეცდომები ნაწილობრივ გამოესწორებინა, რომელიც წინასაარჩევნოდ პოპულისტურად დანერგა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, რომელიც თურმე 2018 წლიდან გრძელდება და დღევანდელი ფაქტი გამოსახლების მეექვსე მცდელობა ყოფილა, ხელისუფლებას შეეძლო ძალადობამდე არ მიეყვანა საქმე, ადამიანურად ემოქმედა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველეყო ოჯახი.

ვურურებ ახლა ტელესიუჟეტებს და ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებს გადაასწრეს „მევახშეების“ ძახილით. საქართველოს კანონმდებლობით ისეთი სუბიექტი, როგორიც „მევახშეა“ – არ არსებობს. არსებობს სესხის გამცემი პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ლეგალურად და რომელზეც მოქმედებს ეროვნული ბანკის რეგულაციები.

ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გააკეთა სწორი და პატიოსანი შეფასება.

უზნეობაა სხვის გასაჭირზე სპეკულირება“, – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები