საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.
“საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებას”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.