Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

კახა კალაძემ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.

რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს კარგი შედეგები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბარი ასევე, შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები