Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

2023 წლის ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 423 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 649 მლნ ლარით გაიზარდა

GUARDIANGE-ის ფოტო: ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.07 მლრდ ლარით, ანუ 2.14%-ით გაიზარდა და ნოემბრის ბოლოს 51.19 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით, ანუ 1.54%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.22 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით გაიზარდა.

ამასთან, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.29 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.94%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.51 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.37%-ით აღემატება.

2023 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 481.85 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 26.60 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.32 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები