Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: 2013-2022 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თითქმის 60%-იანი ზრდაა ბოლო 11 წელიწადში

შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი.

„ასევე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები