Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. 

“საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. 

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!” – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები