Sunday, November 24, 2024
7.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „Glock GmbH“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან და რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე კომპანიასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა და სიახლეები გააცნო. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის გაფართოების კუთხით დაინტერესება გამოხატეს და ადგილობრივი წარმოების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები