„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ გიორგი კირთაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძესთან ერთად მირდატ ქამადაძემ და ასევე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა.
„როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. უბრალოდ, ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და გათავისუფლდეს ტყვეობიდან და რა თქმა უნდა, ძალიან სწარაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან… ბოლო ბრიფინგს ვატარებთ ამ ბანერთან, რომელიც ჩვენ უკან არის“, – განაცხადა კირთაძემ.