Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან − მატუშ ბუშოვსკისთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა მატუშ ბუშოვსკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები