აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. ასეულის დონის საველე სწავლება 60 მმ ნაღმმტყორცნის, 122 მმ არტილერიის, სნაიპერთა ჯგუფის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევისა და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა.
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.