Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიღებთ რუსების ასობით ათას მოქალაქეს, არა ტურისტებად, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მცხოვრებლებად… და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს; ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს

„90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს!

2012 წლის შემდეგ ე.წ ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათას მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს. ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის“, – წერს „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები