საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს. ლელა ჩიქოვანმა დეპუტატებთან თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დადებითი დინამიკა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას და მიღწეულ პროგრესს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
საკომიტეტო მოსმენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დეპუტატები დაესწრნენ.