Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა.

„13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად.

ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა. სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა და სამშობლოს სიყვარულს.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.

სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები